სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ ევროპული სკოლის სტატუსი მოიპოვა
27-03-2025
-
+


ქუთაისის N24 საჯარო სკოლამ განათლების სფეროში ბრწყინვალე აღიარება ჰპოვა. 

სკოლამ ევროპული სკოლის სტატუსი მოიპოვა და ოფიციალურად გახდა ევროპული სასკოლო საზოგადოების – eTwinning-ის- დიდი ოჯახის წევრი.

„eTwinning- ის სკოლის ტიტული ნიშნავს აღიარებას, რომ ჩვენ ვართ სამაგალითო ინსტიტუციური დაწესებულება – როგორც საქართველოში, ასევე ევროპის მასშტაბით. ადასტურებს ჩვენს ლიდერობას, დამოკიდებულებას ინოვაციური მიდგომებისადმი, ერთგულებას ხარისხიანი განათლებისადმი“, -სიხარულით აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ეს წარმატება არა მხოლოდ სკოლის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ახალ შესაძლებლობებს უხსნის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, იყვნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი და გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება, მიიღონ მონაწილეობა ინოვაციურ, საერთაშორისო პროექტებში.

სკოლაში სიახლით ხარობენ და ხარისხიანი განათლების ერთგულებას აგრძელებენ. 

„ვაგრძელებთ განვითარებას, თანამშრომლობასა და ახალი შესაძლებლობების ძიებას! მადლობა eTwinnig-ის გუნდს აღიარებისათვის“,- დასძენენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ დირექტორის - რუსუდან კარკაძის სახელზე წერილი მიიღო, რომელსაც უცვლელად გზიარებთ.

Dear Rusudan Karkadze,

Congratulations! The “LEPL Kutaisi N24 Public School” has been awarded with the eTwinning School Label 2025-2026. This is a great achievement by the eTwinning team in your school!

· You can proudly use the eTwinning School Label on your school's website.

· Shortly, your National Support Organisation will send you a package containing some eTwinning materials and of course the eTwinning School plaque.

You will be invited to participate in the eTwinning Schools group and in the various activities dedicated to eTwinning Schools.

Congratulations again for being an example for all the other schools: we count on your dedication and commitment to promote eTwinning and its values, which are represented by the eTwinning Schools' mission .

Best regards,

The eTwinning Team.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება