სიახლეები
სკოლები

ინტეგრირებული სწავლების შესანიშნავი ნიმუში - შთამბეჭდავი გაკვეთილი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
31-03-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს, შემეცნებითსა და სახალისოს ხდის. 

მათ შორის აღსანიშნავია გაკვეთილი თემაზე - „ჩვენ და ბუნება“, რომელიც გამოირჩეოდა შინაარსობრივი სიღრმით, თემატური მრავალფეროვნებითა და ინტერდისციპლინარული მიდგომით.

იგი მოიცავდა: ქართულ ენას, ლიტერატურას, ხელოვნებასა და ბუნებისმეტყველებას, რითაც მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, ბუნების მნიშვნელობა სხვადასხვა ასპექტში გაეაზრებინათ.

გაკვეთილი გამდიდრებული იყო მსჯელობით, ლიტერატურული ანალიზით, მხატვრული ხერხების განხილვით და პრაქტიკული დასკვნებით, რაც სწავლების ეფექტურობასა და ბავშვების ჩართულობას კიდევ უფრო ზრდიდა.

მასწავლებლებმა - ლეილა თვალაბეიშვილმა, ნათია ხუჭუამ და ქეთი დევნოზაშვილმა. მოსწავლეებს მკაფიოდ განუმარტეს  ბუნების როლი ადამიანთა ცხოვრებაში.

გაკვეთილზე განხილული იქნა ბუნების ორგვარი ხასიათი – როგორც მაცოცხლებელი, ასევე დამანგრეველი ძალა. ეს მნიშვნელოვანი ასპექტია მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის, რადგან ისინი სწავლობენ სამყაროს კანონზომიერებებსა და ბუნების გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე.

ტექსტებში გარესამყაროს მხატვრული აღწერების განხილვა და მათი ესთეტიკური ღირებულების გააზრება მოსწავლეებს ეხმარება ენისა და ლიტერატურის სიღრმისეულად გაგებაში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბუნების მგოსნის – ვაჟა – ფშაველას შემოქმედების გახსენება და მისი პოეტური ხერხების ანალიზი.

გაკვეთილზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ერთიანობაზე და კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობაზე. „ჩვენ“ და არა „მე“- არა მარტო აკადემიურ, არამედ სოციალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლებაა, რაც ბავშვის პიროვნული ზრდისთვის მნიშვნელოვანია. როგორც ილია ჭავჭავაძემ თქვა: „იმ ქვეყანას, სადაც უფრო მეტი „მეა“, ვიდრე „ჩვენ“, მომავალი არ უწერია.

გაკვეთილზე ყურადღება გამახვილდა გაპიროვნებაზე (პერსონიფიკაციაზე), როგორც მხატვრულ ხერხზე, რითაც უსულო საგნებს სულიერება ენიჭებათ. ეს არა მხოლოდ ლიტერატურულ ცოდნას ამყარებს, არამედ ბავშვებში ფანტაზიისა და ემპათიის უნარსაც ავითარებს.

გაკვეთილი ლოგიკურად იყო აგებული – დაიწყო ბუნების ზოგადი მნიშვნელობით, შემდეგ გადავიდა ლიტერატურულ ანალიზსა და მსჯელობაზე, ბოლოს კი მოსწავლეებმა გააკეთეს პრაქტიკული დასკვნები.

გაკვეთილი გაჯერებული იყო ცხოვრებისეული სიბრძნით, რაც ბავშვებს ღირებულებების ჩამოყალიბებაში ეხმარება:
„ხის სიმაღლე ფესვიდან იზომება“ – რაც გვასწავლის, რომ ძლიერი საფუძველი (მორალური და ზნეობრივი) აუცილებელია.
„ამაზე კარგი რა უნდა იყოს, კაცს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი“ – რაც ხაზს უსვამს სიკეთის გაღებას და მადლიერების გამოხატვას.

აქტივობა იყო შთამბეჭდავი, სიღრმისეული და ინტეგრირებული სწავლების შესანიშნავი ნიმუში.

მასწავლებლებმა შეძლეს, რომ მოსწავლეებში გაეღვიძებინათ არა მხოლოდ ცოდნის მიღების სურვილი, არამედ ბუნების, ლიტერატურისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების ღრმა გააზრებაც. ეს იყო გაკვეთილი, რომელიც აერთიანებდა ცოდნას, ღირებულებებს და შემოქმედებით აზროვნებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება