მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოტივირებული მოსწავლეები კი აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში.
21 მარტს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა ინტელექტუალური თამაშების ჩემპიონატი - ეკოლოგიასა და სატყეო განათლებაზე გურიის მხარის სკოლების მოსწავლეებისათვის, სადაც ნაგომარის საჯარო სკოლის გუნდმა - „დედამიწელები“ მეორე ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლასა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ნაგომარის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას