მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
საინტერესო აქტივობებით გამოეხმაურნენ სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის. ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ IIIგ კლასის მოსწავლეებიც (დამრიგებელი: მ.ყვავაძე).
მოსწავლეები სლოგანის - „ჩვენ ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ გარშემო გაერთიანდნენ. ექმნეს თემატური პოსტერები, ნახატები, მოამზადეს მცირე პრეზენტაციები, სადაც გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს! ნუ დაითვლით თქვენც!“- ერთხმად აღნიშნეს მოსწავლეებმა. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას