მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა საინტერესონი აქტივობები ჩატარდა.
მასწავლებლებმა მოსწავლეებს აუხსნეს დაუნის სინდრომის მნიშვნელობა, გააცნეს სინდრომის მახასიათებლები და ესაუბრნენ ამ დღის არსზე.
მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, რომელთა მთავარი წარწერა იყო „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. ამ გზით, ბავშვებმა გამოთქვეს თავიანთი მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და გაუსვეს ხაზი იმ იდეას, რომ მეგობრობა და თანადგომა არ უნდა იქნას განპირობებული არც ქრომოსომების რაოდენობით და არც სხვა ფიზიკური ან გენეტიკური თავისებურებებით. აქტივობამ კი თავის მხრივ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა