მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას მასშტაბური აქტივობებით შეუერთდა, რომელშიც სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლე გახლდათ ჩართული; განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ სკოლის თითოეულმა წარმომადგენლებმა იცის, რას ნიშნავს დაუნის სინდრომი, იცის, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებისთვის მზე ერთით მეტი სხივით ანათებს და რაც მთავარია, ზედმიწევნით აქვს გააზრებული თანასწორობის პრინციპი.
ახლახან ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-4 „ბ“ კლასის მოსწავლეებისთვის, ირინა კოსტავას ხელმძღვანელობით, ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც მოიცავდა საინტერესო ფაქტებს დაუნის სინდრომის შესახებ; აქტივობის ფარგლებში ბავშვებმა მოისმინეს სიმღერაც და ისიც გაიაზრეს, რომ თითოეული ადამიანი განსხვავებულია, თუმცა თანასწორი.
V „გ“ კლასმა კი პედაგოგის, ბელა ურუშაძის ხელმძღვანელობით, თანატოლებთან ერთად განაცხადა, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და ჩვენ, ყველა, „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“.
დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას შეუერთდნენ II „ა“ კლასის მოსწავლეებიც, პედაგოგის, ნათია ჯულუყაძის ხელმძღვანელობით.
ბავშვებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ, ფურცლებზე გადაიტანეს ფერადი საღებავებით შეღებილი ხელების ანაბეჭდები და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა