მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბარალეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.
ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.
სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება მრავალფეროვანი აქტივობები და მათ შორის 21 მარტის ღონისძიება, რომლითაც ბარალეთის N1 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების აქციას შეუერთდა.
უფროსკლასელებმა ისაუბრეს თანასწორობის პრინციპებზე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლლობაზე, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაზე და იმაზეც, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ.
ღონისძიების დასარულს გაიმართა დიალოგი მოსწავლე-მასწავლებლებს შორის, ისაუბრეს გამოწვევებსა და გამოსავლის გზებზე, ბოლოს კი კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს:
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა