მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კორხის სპორტულ დარბაზში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული თამაშები ფრენბურთში, გოგონათა და ვაჟთა გუნდებს შორის.
ღონისძიებამ გააერთიანა სხვადასხვა სკოლების სპორტული გუნდები, რომელთაც ერთმანეთს ღირსეული მეტოქეობა გაუწიეს და საბოლოოდ, ვაჟთა შორის, პირველი ადგილი დაიკავა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლამ.
აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება იყო არა მხოლოდ სპორტული მონდომების შედეგი, არამედ სკოლის თანამშრომლობისა და გუნდური სულისკვეთების გამოხატულება.
ეშტიის N1 საჯარო სკოლა განსაკუთრებულად დახვდა გამარჯვებულებს - პედაგოგები სიამაყით ულოცავდნენ სპორტსმენებს ამ დიდ წარმატებას, ხოლო დირექტორმა ბერნიკ ჰოვსეფიანმა ბავშვებს მედლები გადასცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპორტის მასწავლებელს, არტურ ანტონიანს, რომლის შრომის დამსახურებითაც მიაღწია გუნდმა წარმატებას.
გარდა ამისა, დირექტორმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა იყვნენ, ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები:
„სპორტული თამაშები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი მოსწავლეების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში. ის არა მხოლოდ აცოცხლებს სასკოლო ცხოვრებას, არამედ აღვივებს ბავშვების ინტერესს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სპორტული ცხოვრების მიმართ“, - დასძინა ბერნიკ ჰოვსფიანმა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ეშტიის N1 საჯარო სკოლის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სპორტი და გუნდურობა წარმატების საწინდარია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა