სიახლეები
სკოლები

 „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - საგანმანათლებლო პროექტი გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლაში
28-03-2025
-
+


ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა. 

21 მარტს, სკოლაში გაიმართა პროექტი - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, რომელიც სიყვარულით, მეგობრობითა და ფერადი წინდებით იყო სავსე. 

მოსწავლეები არაერთ შემეცნებით აქტივობაში ჩაერთნენ და გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ.

მათ შორის აღსანიშნავია: 

  • „სიკეთის წერილები“ – მოსწავლეებმა გულთბილი სიტყვები დაწერეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის;
  • „მითი თუ რეალობა?“ – ვიქტორინა – ბავშვებმა დაუნის სინდრომის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს და უნიკალური მეგობრები უკეთ გაიცნეს;
  • ფერადი წინდების მხატვრული კონკურსი – მოსწავლეებმა მრავალფეროვნების ძალა ფერებში გამოხატეს. 

„ეს დღე გვასწავლის, რომ მეგობრობაში არც ქრომოსომებს, არც განსხვავებულობას აქვს მნიშვნელობა – მთავარია გული, სიყვარული და ურთიერთგაგება! გავაგრძელოთ ინკლუზიური სამყაროს შექმნა, სადაც ყველას აქვს ადგილი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ღონისძიებამ ხაზი გაუსვა მეგობრული და ტოლერანტული საზოგადოების არსებობის მნიშვენლობას. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება