მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის გამდიდრებას ისე მათი სასწავლო შემართების ამაღლებას ემსახურება.
21 მარტს, ნოქალაქევის საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ორგანიზებით, მე-8 კლასში ჩატარდა კონფერენცია თემაზე - „ვინ იყო ალბერტ აინშტაინი?“.
კონფერენციას მასწავლებლები - ნაირა ბერულავა და ნონა წურწუმია ხელმძღვანელობდნენ.
კონფერენციაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფია და რელიგიური შეხედულებები. ისაუბრეს უდიდესი მეცნიერის აღმოჩენებსა და სამეცნიერო შრომებზე.
მონაწილეებმა ალბერტ აინშტაინის ბრძნულ გამონათქვამებზე და ციტატებზე შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გამართეს. გამოაცხადეს კონკურსი - „რომელი გამონათქვამი მოგწონთ“, რომლის გარშემო იმსჯელეს მასწავლებლებთან ერთად.
დასასრულს, სკოლის დირექტორმა, ნანა ჯგერენაიამ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის წევრებთან ერთად, მადლობა გადაუხადა მე-8 კლასის მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაციისათვის და სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ