მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მინისტარის ბიბლიოთეკას ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციით ესტუმრნენ.
ღონისძიების მიზანი იყო ქართველი პოეტეს შემოქმედების გაცოცხლება და მისი პოეზიის სიღრმისეული გააზრება.
მოსწავლეებმა მხატრვულად წაიკითხეს ქართული პოეზიის დედოფლის ლექსები, იმსჯელეს კალანდაძის ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, ისაუბრეს მისი პოეზიის თავისებურებებსა და მნიშვნელობაზე ქართულ ლიტერატურაში.
ღონისძიების მსვლელობისას მოსწავლეებმა ისაუბრეს პოეტეს უნიკალურ სტილზე, მის ფილოსოფიურ ხედვაზე.
ღონისძიება საოცარი განწყობით დასრულდა, ხოლო მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ანა კალანდაძის შემოქმედების მარადიულობასა და მის გავლენას ქართულ ლიტერატურაზე.
სკოლის დირექტორი ვახტანგ ჩხეიძეს ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა და მადლობას უხდის ბიბლიოთეკის წარმომადგენლების მასპინძლობისთვის და დამსწრე საზოგადოებას სტუმრობისთვის.
„ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მინისტარის ბიბლიოთეკის ლამაზად მორთულ სივრცეში, გულთბილი მასპინძლობა გაუწიეს, ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა - ქალბატონმა კლარა გელაშვილმა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელებმა.
ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ანა კალანდაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია.
დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, ქალბატონ კლარა გელაშვილს.
მადლობა: რაიონის რესურსცენტრის უფროსს- ქალბატონ მანანა აბაზაძეს. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს: ნორა ტეფნაძეს და დარიკო ტაბატაძეს. მოწვეულ სტუმრებს.
ქვიშხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ დირექტორს- ანა ტაბატაძეს და პედაგოგს- ირმა მარტინენკოს. ჩვენს არაჩვეულებრივ და ჭკვიან მოსწავლეებს“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა - რა განათლება უნდა ჰქონდეთ ბაღების ხელმძღვანელებს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ