მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის, საგვაზავოს საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.
მრავალფეროვანი ღონისძიებით შეუერთდა საგვაზავოს საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა, ბიოლოგიის პედაგოგ, ლია კუპრეიშვილთან ერთად, წარმოადგინეს ინფორმაციული, შემეცნებითი კონფერენცია, რომელიც სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად; ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე შეგვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი, განურჩევლად განსხვავებულობისა, იმსახურებს თანასწორ უფლებებსა და შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის, რათა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენა.
დასაქმების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა მათი წარმატებული ინტეგრაციისთვის აუცილებელია“, - ასეთია საგვაზავოს საჯარო სკოლის მეცხრეკლასელების პოზიციაც და მთავარი სათქმელიც - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა - რა განათლება უნდა ჰქონდეთ ბაღების ხელმძღვანელებს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
პრეზენტაციები არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ინტერაქტიულიც იყო
კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა