სიახლეები
სკოლები

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა საკუთარი ხელით დამზადებული თოჯინებისგან თეატრალური წარმოდგენა მოაწყვეს
28-03-2025
-
+


დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა განათლებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ახლახან ჩატარებული ღონისძიება, რომლის საშუალებითაც დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მესამეკლასელები თეატრის საერთაშორისო დღეს შეუერთდნენ.

ბავშვებმა პედაგოგის, თინათინ დიასამიძის მხარდაჭერით, გაითამაშეს იგავ-არაკები და წარმოადგინეს თოჯინების თეატრი. აღსანიშნავია, რომ მათ საკუთრი ხელით დაამზადეს პერსონაჟები, რომელთა შექმნაშიც დაეხმარა ანდრია კახიანი, თავადაც მესამეკლასელი.

მოსწავლეთა მიერ გათამაშებულმა წარმოდგენამ დიდი მოწონება დაიმსახურა სასკოლო საზოგადოებაბში და ეს გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა მაქსიმალურად უწყობს ხელს მომავალი თაობების მრავალმხრივ განვითარებას.

ინფორმაციისთვის: ყოველწლიურად 27 მარტს მთელ მსოფლიოში აღინიშნება თეატრის საერთაშორისო დღე, რომელიც დაარსდა 1961 წელს. თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის  IX კონგრესის დელეგატების ინიციატივით, იუნესკოსთან თანამშრომლობით.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დამტკიცდა - რა განათლება უნდა ჰქონდეთ ბაღების ხელმძღვანელებს

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება