სიახლეები
სკოლები

ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მრავალფეროვანი აქტივობები მიუძღვნეს
28-03-2025
-
+


ილო მოსაშვილის სახელობის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ვაქირის საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.

სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ახლახან ჩატარებული ღონისძიებებიც, რომლებიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და რომლებიც სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობითა და I-IX კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა.   

ბავშვებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, შეასრულეს ნახატები, ნახეს თემატური ვიდეორგოლი... 

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

მოსწავლეებმა, პედაგოგების აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. 

„კვირეული საინტერესო და ნაყოფიერი იყო როგორც ბავშვებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სად უნდა წარადგინოთ ფორმა N100 თუ გამოცდაზე სპეციალური პირობების შექმანს საჭიროებთ

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ და შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ

კვირეულის ინიციატორი გახლდათ სპეცპედაგოგი ლია ღორღანაშვილი, რომელმაც ბიოლოგიის მასწავლებლის, მანანა გზირიშვილის აქტიური ჩართულობით შემეცნებითი აქტივობები წარმოადგინა

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გახდეს უფრო მგრძნობიარე, ჰქონდეს მეტი მიმღებლობა და იყოს მზად მხარდაჭერისთვის“
ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თემატური ნამუშევრები დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით 
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება