სიახლეები
სკოლები

ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში IX კლასის მოსწავლეთა ნამუშევრებისა და მათი მიღწევების ამსახველი გამოფენა გაიმართა
31-03-2025
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ მიღწევებს ახალისებენ. 

ახლახან, სკოლაში IX კლასის (კლასის ხელმძღვანელი მაკა კახიძე) მოსწავლეთა ნამუშევრებისა და მიღწევების გამოფენა გაიმართა. 

IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი, აკადემიური და სპორტული მიღწევები გამოფენაზე წარმოადგინეს.

აქტივობა განხორციელდა კლასის საათის ფარგლებში. წარმოდგენილი იყო საგნობრივი, კულტურული და სპორტული მიმართულებით მოსწავლეთა შთამბეჭდავი შემოქმედებითი და აკადემიური წარმატებები.

ღონისძიებამ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია როგორც თავად მონაწილეებში, ასევე დამსწრე საზოგადოებაში.

მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი ნიჭი და მიღწევები თანატოლებისთვის, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის გაეზიარებინათ, რაც კიდევ უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მათ განვითარებისა და ახალი მიზნებისკენ სწრაფვისთვის.

სკოლის დირექციამ და მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისა და შრომისმოყვარეობისთვის, ხოლო მათ მომავალ წარმატებებსა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

112-ში არასრულწლოვნის ცრუ ზარისთვის მშობელი დაჯარიმდება - ცვლილებები 1-ელი აპრილიდან  ამოქმედდა

რა ენებზეა ეროვნული გამოცდების ჩაბარება შესაძლებელი - ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...

პიროვნება
სკოლები

მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება