სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა შთამბეჭდავი საგაზაფხულო ღონისძიება
01-04-2025
-
+


ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება. 

სკოლის II კლასმა  გაზაფხულის შემობრძანება მშობლებთან ერთად იზეიმა.

ღონისძიება გაფორმდა საინტერესო აქტივობებით, მხიარული სანახაობებითა და ბავშვების შემოქმედებითი ნომრებით, რაც კიდევ უფრო ამაღლებდა საზეიმო განწყობას.

მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს თემატური ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საცეკვაო ნომრები.

მათი გამოსვლები სავსე იყო სიხარულითა და ფერადოვნებით, რაც დამსწრე საზოგადოებისთვის დაუვიწყარ სანახაობად იქცა.

მშობლების აქტიური ჩართულობამ ღონისძიებას მეტი განსაკუთრებულობა შესძინა. მოსწავლეები არა მხოლოდ მაყურებლის როლში იყვნენ, არამედ უშუალოდ მონაწილეობდნენ აქტივობებში – ეხმარებოდნენ ბავშვებს, ამზადებდნენ დეკორაციებს და მხარს უჭერდნენ მათ თითოეულ შემოქმედებით წამოწყებას.

პედაგოგი ნათია ჯულუყაძე მადლობას უხდის ყველას ვისაც ღონისძიებით წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 

„მადლობა მშობლებს აქტიური ჩართულობისათვის. ასევე, მადლობას  ვუხდი მუსიკალური გაფორმებისათვის მუსიკის პედაგოგ ნინო ლომჯარიას, ქორეოგრაფიულ ნაწილში კი ბატონ ემზარ სანიკიძეს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობას, რადგან მსგავსი აქტივობები არა მხოლოდ ავითარებს ბავშვების შემოქმედებით უნარებს, არამედ აძლიერებს მეგობრულ და ოჯახურ ურთიერთობებს, ხელს უწყობს მშობელთა ჩართულობის ამღლებას სასკოლო ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება