მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში სპორტულ-შემეცნებითი კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაში ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილებდნენ.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და განათლების მნიშვნელობის პოპულარიზაციას.
კონფერენციაზე მოსწავლეები საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ, რომლებიც ეხებოდა სპორტის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ზოგად განვითარებაზე.
მოსწავლეებმა განიხილეს სხვადასხვა სპორტული სახეობები, მათი სარგებელი, ცნობილ სპორტსმენთა მიღწევები და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობა.
ღონისძიება დატვირთული იყო დისკუსიებით, რამაც მოსწავლეებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და ახალი ცოდნის მიღების და არსებულის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა.
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში ახარებთ კონფერენციაში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა და ყველა მონაწილე მოსწავლესა და პედაგოგს წარმატებას უსურვებენ.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივაციასა და მათ დაინტერესებას სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ