მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მათემატიკას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
27 მარტს, სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა - ლალი ჯარმელიშვილმა, მე-8 კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა ღონისძიება- "პითაგორელები მე-8 კლასიდან".
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კონსტრუქციები და შეადგინეს ამოცანები, რომლებიც იხსნება პითაგორას თეორემის გამოყენებით, მათ მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონკურსი. მასწავლებელმა მოსწავლეებს გადასცა პრიზები და სიგელები ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის.
ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებმა დააგემოვნეს ტორტი რომლის გაფორმება დაკავშირებული იყო პითაგორას თეორემასთან.
ღონისძიებას დაესწრნენ სკოლის დირექტორი ლია ხაჩირაშვილი, კლასის ხელმძღვანელი და მშობლები.
დირექტორმა მასწავლებელს და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ღონისძიების ჩატარებისთვის და წარმატებები უსურვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას