სიახლეები
სიახლეები

აუცილებელი პირობაა მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან - რომელ პედაგოგებს მიანიჭებს უპირატესობას მასწავლებლის სახლი
31-03-2025
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 3 აპრილამდე ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“.

პროექტი საშუალებას აძლევს რეგიონის სპეციალურ მასწავლებლებს გაიზიარონ თბილისის წარმატებული სკოლების ინკლუზიური განათლების პრაქტიკა, ნახონ თუ რა ფაქტორები განაპირობებს ინკლუზიური განათლების წარმატებას სკოლაში, დასვან შეკითხვები, შეისწავლონ სწავლების და სსსმ მოსწავლის კლასში/სკოლაში ინტეგრაციის ეფექტური სტრატეგიები. ტური ხორციელდება 2016 წლიდან და მნიშვნელოვნად ეხმარება მონაწილეებს სამუშაოს დაგეგმვასა და განხორციელებაში.

2025 წლის 27 აპრილიდან - 3 მაისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან. სპეციალური მასწავლებლები განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, სადაც მათ ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.

რეგიონის სკოლაში დასაქმებულმა სპეციალურმა მასწავლებლებმა მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ქვემოთ მოცემული ფორმის საშუალებით უნდა წარადგინონ.

სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/GNxUd14uWuSUAAAK9

  • აუცილებელი პირობაა - გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
  • გაითვალისწინეთ, რომ არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება

უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.

ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორს:

სოფიკო ცირგაია - stsirgaia@tpdc.ge


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება