TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

არაქართულენოვანი ფასილიტატორებისთვის განკუთვნილი ტრენინგები დასრულდა
06-12-2016
-
+


„არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის” ფარგლებში მიმდინარე ტრენერთა ტრენინგი დასრულდა. 

ტრენინგის მონაწილეები, რომლებიც პროგრამის არაქართულენოვანი დამხმარე მასწავლებლები არიან, უახლოეს მომავალში არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ტრენინგებში ფასილიტატორის რანგში ჩაერთვებიან და ენობრივი ბარიერის წარმოქმნის შემთხვევაში ტრენინგების მონაწილეებს დაეხმარებიან.

ამ ეტაპზე, "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის" ფარგლებში, 23 ფასილიტატორი გადამზადდა.

არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ტრენინგ-მოდულს „სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეფასება“ ის მასწავლებლები გაივლიან, რომლებმაც ქართული ენის კურსის გავლის შედეგად, ქართული ენის ფლობა A2 დონეზე დაადასტურეს. ტრენინგები მათ ქართულ ენაზე ჩაუტარდებათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2016 წლიდან ახორციელებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს: "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა" (2009-2015წწ) და "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" (2011-2015წწ). პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით.​

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება