მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N117 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და ამის დასტურია მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული სასწავლო პროცესი, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
რა არის N117 საჯარო სკოლის წარმატების საიდუმლო? - აღნიშნულ კითხვას თვითმმართველობის ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით შექმნილი ვიდეორგოლი ამომწურავად პასუხობს:
„ჩვენთან ერთად გაიარეთ გზა წარმატებისკენ“ - ასე უწოდეს კლიპს, რომელმაც საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და სადაც ბავშვები მშობლიური სკოლის დადებით მხარეებს ნათლად წარმოაჩენენ.
მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, საკითხავი სივრცე, ექიმის კაბინეტი, სპორტული დარბაზი, სსსმ მოსწავლეებისთვის ადაპტირებული, ინკლუზიური გარემო, ხელბურთის წრე, სადაც ბავშვებს (უფასოდ) აქვთ საშუალება, მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მიიღონ მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში, წარმატებული თვითმმართველობა და უსაფრთხო გარემოს სადარაჯოზე მდგომი მანდატური... ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რაც თბილისის N117 საჯარო სკოლის წარმატებას განაპირობებს და რაზეც მოსწავლეები კლიპში საუბრობენ
თავად ვიდეორგოლი კი თამამად ვიტყვით, სკოლის სავიზიტო ბარათად იქცა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას