მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების საიდუმლოებებს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საინტერესო ცდებისა და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით სწავლობენ.
მათი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ კვლევებზე, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავად აღმოაჩინონ ბუნების საიდუმლოებები და უკეთ გაიაზრონ მათ გარშემო არსებული გარემო. ბავშვები უამრავ საინტერესო ფაქტს თავად იკვლევენ, რაც მათ სასწავლო მოტივაციაზე აისახება.
ექსპერიმენტებით სწავლა ბავშვებისთვის მეტად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია.
ასეთი მიდგომა კი მოსწავლეებს მეცნიერებისადმი სიყვარულს უღვივებს. ამასთან, პრაქტიკული კვლევები მათ კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანის უნარს უვითარებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ