სიახლეები
სიახლეები

ხუთი მთავარი რჩევა NAEC-ისგან - ეს უნდა გაითვალისწინოთ...
31-03-2025
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  აბიტურიენტებს  რეგისტრაციის პროცესში გასათვალისწინებელ ხუთ ძირითად რჩევას სთავაზობს. 
 
აბიტურიენტებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ  ძირითადი ეტაპი  2 აპრილის  18:00  საათზე სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ  ამ პერიოდის განმავლობაში თუ არ დარეგისტრირდით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ მიიღებთ მონაწილეობას. 
 
1. რეგისტრაციის გასავლელად უნდა შეხვიდეთ ვებგვერდზე online.naec.ge, აირჩიოთ ,,ერთიანი ეროვნული გამოცდები“. დეტალურად გაეცნოთ ძირითად პირობებსა და კონკრეტულ ვადებს - გადაიხადოთ  რეგისტრაციის საფასური,  შეიყვანოთ პირადი მონაცემები, აირჩიოთ საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.   
 
10 აპრილის 18:00 საათამდე შეგიძლიათ  შეცვალოთ, დაამატოთ  საგანი ან გამოცდის ენა. ამ დრომდე გექნებათ საგამოცდო ქალაქის შეცვლის შესაძლებლობაც.  
 
იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურს გადაიხდით 2 აპრილის 18:00 საათამდე, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანთ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, სარეგისტრაციო პროგრამა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ 10 აპრილის 18:00 საათამდე დაასრულოთ რეგისტრაცია. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს არაერთხელ შეგიძლიათ შეცვალოთ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტული ჩამონათვალი - არჩევის, დამატების, წაშლისა და  რიგითობის გადანაცვლების საშუალება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით გექნებათ. კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. 
 
2. რეგისტრაცია დასრულებულია, თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი. არ გაანდოთ სხვას ეს კოდი.  გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე. 
 
3. თუ აბარებთ პროგრამაზე, რომელიც ითხოვს შიდა ტურს, სხვა საგნებთან ერთად, რეგისტრაციის დროს უნდა აირჩიოთ „შემოქმედებითი ტური“. შემოქმედებით ტურთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საფასურის შესახებ) მოძიება შესაძლებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვებგვერდზე.   
 
4. თუ  გამოცდის დროს გესაჭიროებათ სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციისას უნდა მონიშნოთ შესაბამისი ველი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №100) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად უნდა წარმოადგინოთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აპრილის 18:00 საათამდე.
 
5. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის საგნები, რომლებიც ბარდება თქვენ მიერ არჩეულ პროგრამებზე. ასევე, ჩარიცხვა და გრანტის განაწილება ხდება მხოლოდ იმ საგნების შედეგების მიხედვით, რომლებსაც ითხოვს ის პროგრამა სადაც გეგმავთ სწავლის გაგრძელებას.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება