მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას; აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტებში.
ახლახან, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის ფინანსური მხარდაჭერით, სიღნაღში ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით - „წარსულის ხმა“, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობით მივიწყებული ისტორიული მემკვიდრეობის აღმოჩენასა და შესწავლას.
ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის 50-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც საკუთარი სოფლების შესახებ მივიწყებული ან/და ნაკლებად ცნობილი ისტორიები წარმოადგინეს.
ბოდბისხევის საჯარო სკოლაში აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის პედაგოგი, ლია ელაშვილი, IX კლასის მოსწავლეებთან - მარიამ კუსრაშვილთან, ნატო ტუხაშვილთან და ასევე X კლასის მოსწავლე დავით დოლაშვილთან ერთად.
პროექტის ფარგლებში ჟიური სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გამარჯვებულ სამ სკოლას შორის კი პირველი ადგილი წილად ხვდა ბოდბისხევის საჯარო სკოლას.
„ბოდბისხევის საჯარო სკოლა ულოცავს ჩვენი სკოლის აქტიურ მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალები და სარეგისტრაციო ბმული
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა ჩემი კოლექტივი და მოსწავლეები“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
მოსწავლეები ხელოვნების პედაგოგ მაია ფხაკაძესთან ერთად გაეცნენ ეკლესია-მონასტრების ისტორიას