მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის სასკოლო ცხოვრება კიდევ ერთმა შთამაგონებელი ლიტერატურულმა ღონისძიებამ დაამშვენა.
სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტში, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრისა და ლიტერატურის მოყვარულთა კლუბის ორგანიზებით - პოეზიის საღამო ჩატარდა.
პოეზიის საღამო, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებთან ერთად, მოამზადა კათედრის ხელმძღვანელმა - თეონა მოდებაძემ.
ღონისძიება სახელწოდებით - „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ შთამბეჭდავად წარიმართა და ხაზი გაუსვა ლექსის ძალასა და სილამაზეს.
გიმნაზიის მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები:
1. „ლექსი მეწყერი“-ტიციან ტაბიძე- გიორგი სულეიმანაშვილი;
2. „შენ ჩემში უსტვენ...“ ნიკო სამადაშვილი - ანა ახალმოსულიშვილი;
3. „ვაჟა-ფშაველას ნაამბობი“- ლადო ასათიანი - ვაჟა ურუშაძე;
4. „მზეო თიბათვისა “- გალაკტიონ ტაბიძე - ლელი;
5. „თუთა“ - ანა კალანდაძე - ელენე ზურაბიანი;
6. „დომინო“ - გალაკტიონ ტაბიძე - ელენე სამხარაძე;
7. „იყოს ეს ლექსი უკანასკნელი“ - მირზა გელოვანი - საბა ბოლქვაძე;
8. „მიყვარს ნაბიჯი..“ - მირზა გელოვანი - გიორგი ბერაძე;
9. „ცხრაკარა“ - მირზა გელოვანი - გიორგი მარიამიძე;
10. „ბაბუაჩემი“ - ლადო ასათიანი - ანასტასია ტურაბელიძე;
11. „მერი“ - გალაკტიონ ტაბიძე - მარიამ ჩხაიძე;
12. „ამ ქუჩის ბოლოს“ - ოთარ ჭილაძე - ნინი მარიამიძე;
13. „გაზაფხულის საღამოა მშვიდი“ - ტერენტი გრანელი - ლიზი არევაძე;
14. „ფერეიდანი“- თინათინ მღვდლიაშვილი- საინა იოსელიანი;
15. „ლექსები“ - ბესიკ ხარანაული - მარიამ შაქარიშვილი;
16. „მე და ღამე“ - გალაკტიონ ტაბიძე- დავით ჩხაიძე;
17. „მერანი“- ნიკოლოზ ბარათაშვილი- ნინო შავიძე;
18. „არწივი“ - ვაჟა-ფშაველა - გიორგი გრიგალაშვილი;
19. „კრწანისის ყაყაჩოები“ - ლადო ასათიანი- დანიელ ლობჯანიძე;
20. „ციხე-ტაძართა საგალობელი“- შოთა ნიშნიანიძე - ჩუბითიძე ანდრია;
21. „მე ვარ მისანი ხარი წიქარა“ - შოთა ნიშნიანიძე - თაზო კაბულაშვილი;
22. „ლექსო ჩუმად რომ იწერებოდი“ - გიორგი ლეონიძე - ავთო ხოსრუაშვილი
23. „ჩემი ვედრება“ - ვაჟა-ფშაველა - საბა ბალახაძე.
შესანიშნავად შერჩეული დეკორაცია და რეკვიზიტები ამშვენებდა სცენას და ირგვლივ გამეფებულ განწყობას ამაღლებდა.
საღამო დააგვირგვინა პედაგოგების მიერ წაკითხულმა ლექსებმა. სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ კი წაიკითხა ლექსი - „რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს“.
საღამოს მიზანი იყო პოეზიის სიყვარულის გაღვივება, მხატვრული სიტყვითი აზროვნების წახალისება და შემოქმედებითი თვითგამოხატვის ხელშეწყობა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.