სიახლეები
სკოლები

„ვიყოთ მზეები ერთმანეთის ცხოვრებაში“- დეხვირის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ცაგერის უმწეოთა სასადილოში ღონისძიება გამართეს
01-04-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს, არამედ, კაცთმოყვარეობას, სიკეთის კეთებას, ემპათიასა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან და მათი სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ზრუნევან. 

„ადამიანი ადამიანისთვის მზეა“ – თანადგომა, თანაგრძნობა, ღიმილი, მადლიერი სიტყვა  - უმთავრესი და უპირველესია დღევანდელ ცხოვრებაში“ - სწორედ ამ სიტყვებს შთააგონებენ პედაგოგები მოსწავლეებს და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებენ. 

ახლახან, დეხვირის საჯარო სკოლის - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქრისტინე ჭაბუკიანის - ინიციატივით, მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობითა და სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, ქალაქ ცაგერის უმწეოთა სასადილოში ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ბენეფიციარებს.

მოსწავლეები საინტერესო პროგრამით წარდგნენ და უმწეოთა სასადილოს სტუმრებს ერთი გამორჩეული დღე აჩუქეს.

„მათთვის აღნიშნული გარემო წარმოადგენს ერთმანეთთან შეხვედრის სიამოვნებას, სულიერ საზრდოსა და მატერიალურ დახმარებას. თითოეულ ბენეფიციარს ჩვენგან გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.

დიდ მადლობას ვუხდით ცაგერის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროს სპეციალისტებს ღონისძიების მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის , ასევე - უმწეოთა სასადილოს თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისათვის. მადლობა - ღონისძიებაში ჩართულ ყველა მონაწილეს დღევანდელი დღის გალამაზებისთვის!

ვიყოთ მზეები ერთმანეთის ცხოვრებაში, გავათბოთ და მოვეფეროთ ერთმანეთს და გავზარდოთ ჩვენი სულიერი საზრდო ერთმანეთის სიყვარულით !“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება