სიახლეები
სკოლები

დეხვირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა 
02-04-2025
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივ განათლებაზე, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების, ლოგიკური აზროვნების განვითარებაზე. შესაძლებლობების წარმოსაჩენად კი მათ ჩართულობას სხვადასხვა კონკურსში ახალისებენ. 

ახლახან, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.

შიდასასკოლო ჩემპიონატი საინტერესოდ წარიმართა. სკოლაში ღონისძიების მიმდინარეობას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა სხვადასხვა გუნდმა მიიღო, რომელთაც ცოდნის, ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარები წარმოაჩინეს. 

გამარჯვება გუნდმა  -„ცოდნის მაძიებლები“ მოიპოვა. გუნდის წევრებმა გამჭრიახობით, სწრაფი აზროვნებითა და გუნდური მუშაობით საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

თითოეულმა მონაწილე გუნდმა წარმატებით იასპარეზა. შეჯიბრი მოსწავლეებისთვის კარგ გამოცდილებად იქცა და სკოლაში მეგობრული გარემო და მხიარული ატმოსფეროც შექმნა.

„გუნდმა „ცოდნის მაძიებლები“ მართლაც დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. საინტერესო და სახალისო თამაში გამოვიდაა, დატვირთული პოზიტივითა და ემოციებით... ძალიან ყოჩაღად იასპარეზა ყველა გუნდმა...

გილოცავთ, ჩვენო პატარა ინტელექტუალებო, ჩვენო ვარსკვლავებო, წინ მუდამ გამარჯვებისკეენ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება