მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის V კლასში გრძელდება კლასგარეშე აქტივობა - „მე შემიძლია“.
Vა კლასელმა გიო ბაბუაძემ საგნის „ჩვენი საქართველოს“ ფარგლებში (მასწავლებელი ფიქრია ხუჯაძე) განახორციელა საინტერესო აქტივობა და თხილის ტოტებისგან კალათა დაწნა.
გიო აღნიშნული დავალების შესასრულებლად მეზობელ სოფელში მცხოვრებ კალათების ოსტატს, ბატონ შაქრო სხილაძეს ესტუმრა, რომლის დაწნული კალათები და გიდელები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შაქრო პაპამ არ დაიზარა და პატარა ბიჭს აუხსნა ქსოვის წესები, ნიუანსები, მასალის დამუშავების ეტაპები.
მისი დახმარებით გიომ თავისი პირველი დამოუკიდებელი კალათი მოქსოვა.
როგორც გიომ აღნიშნა, პროცესი იყო ძალიან საინტერესო, ამასთან რთული, მაგრამ წარმტაცი და მეტად თავშესაქცევი.
„რომ ვხედავდი ჩემ ხელში ტოტებისგან როგორ იქმნებოდა კალათა, ძალიან მიხაროდა. ერთი სული მქონდა როდის მიიღებდა საბოლოო სახეს. ჩემს მიერ დაწნული კალათი ძალიან მომეწონა, ვფიქრობ, რამდენჯერმე კიდევ ვესტუმრო შაქრო პაპას და უფრო კარგად შევისწავლო ეს საქმე“,- გვიყვება მოსწავლე.
გიომ აღნიშნული პროცესის ვიდეორგოლიც ჩაწერა და გააცნო თანაკლასელებს.
კლასგარეშე აქტივობა „მე შემიძლია“ გრძელდება და ამჯერად, ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხეების სხვა ცნობილი აქტივობების გაცოცხლება იგეგმება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ