მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N28 საჯარო სკოლის სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო და მეტად მნიშვნელოვნი ზნეობრივ-დამრიგებლური ხასიათის გაკვეთილი თემაზე – „მგელი და კრავი“, სიკეთე და ბოროტება“.
გაკვეთილს პედაგოგი მანანა ბასილაიშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც არაერთ საინტერესო აქტივობას მიმართა, მათ შორის მოსწავლეებმა ლექსის პერსონაჟთა როლები მოირგეს და მინი სპექტაკლი გაითამაშეს.
გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა და ბავშვებს საშუალება მისცა, შეეფასებინათ სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული მკაფიო ზღვარი.
მოსწავლეებმა ლექსის მეშვეობით გაიაზრეს, თუ როგორ იჩენს თავს უსამართლობა, ბოროტება. იმავდროულად, მათ ისწავლეს, რომ კეთილშობილება, სიმართლე და სამართლიანობა ადამიანის ყველაზე ფასეული მახასიათებლებია.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე განიხილეს იგავ-არაკის პერსონაჟთა ქცევა, მოტივები და ფასეულობები. ბავშვებმა აზრი გამოთქვეს, იმსჯელეს და საკუთარი გამოცდილებიდანაც მოიტანეს მაგალითები სიკეთისა და ბოროტების გამოვლინებაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში.
პედაგოგმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მორალურ შეფასებებზე საუბარს, რაც დაეხმარა ბავშვებს იმის გააზრებაში, რომ ცხოვრებაში სწორ გადაწყვეტილებებს ზნეობრივი ღირებულებები მიგვაღებინებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ