სიახლეები
სკოლები

ქვემო აკეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბში მტირალას ეროვნული პარკის წარმომადგენლებს უმასპინძლეს
01-04-2025
-
+


გია ტრაპაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ბუნების დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ. 

2024-​2025 სასწავლო წელს სკოლაში ფუნქციონირებს ეკოკლუბი სახელწოდებით - „ნორჩი მაძიებლები“.

ეკოკლუბს ხელმძღვანელობენ - გეოგრაფიის პედაგოგი მაია აბაშიძე და ბიოლოგიის პედაგოგი მზიური ბერიძე.

კლუბში გაწევრიანებულნი არიან მე-8-მე-9 კლასის მოსწავლეები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეკოკლუბს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია მოსწავლეებმა გაიცნონ, როგორ ხდება მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ველური ბუნების შენარჩუნება და ეკოტურიზმის განვითარება.

ამასთან დაკავშირებით სკოლაში მიწვეული იყვნენ მტირალას ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მართვის მთავრი ექსპერტი ნინო ფუტკარაძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მთავარი ექსპერტი, ბიოლოგიის მაგისტრი მარიამ ბერიძე.

ეკოსაგანმანათმლებლო პროგრამის ფარგლებში სტუმრებმა მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით გააცნეს მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება და მოსწავლეებს სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა შესთავაზეს. 

„აპრილში ეკოკლუბს მონაწილე ბავშვები სასწავლო ექსკურსიით მოინახულებენ მტირალას ეროვნულ პარკს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან სტუმრებს ასეთი საინტერესო შეხვედრისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება