მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება, დირექციასთან ერთად, უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე. ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, მასწავლებლები ბავშვების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აქტიურად მუშაობენ და ქვეყანას უზრდიან ტოლერანტ, განათლებულ, ღირსეულ მოქალაქეებს.
სწორედ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ემსახურება სკოლის მრავალფეროვანი აქტივობები, მათ შორის ახლახან ჩატარებული ღონისძიებაც, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებასა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად.
აქტივობა რუსული ენის პედაგოგის (ლ. ვარძელიან-მკრტჩიანი) ხელმძღვანელობით ჩატარდა, მე-8 კლასის მოსწავლეების ჩართულობით.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგის აქტიური ჩართულობით, მიიღეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ, ისიც შეიტყვეს, თუ რატომ იქცა ჭრელი წინდა ამ დღის სიმბოლოდ და კიდევ ერთხელ, მკაფიოდ განაცხადეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ