სიახლეები
სკოლები

ბოდბისხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, როლურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის, სერტიფიკატები გადაეცათ
01-04-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ბოდბისხევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით პროექტებში.

ახლახან, პროექტის - „აღმოაჩინე შენი პროფესია“ -  ფარგლებში, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა აკადემიური როლური თამაში - გაეროს მოდელირება, სადაც IX -XII კლასების მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატების როლები და ჩაერთნენ საინტერესო დებატებსა თუ მოლაპარაკებებში.

პროექტს ხელმძღვანელობდა მაია მანჩხაშვილი, SANGU-ს საერთაშორისო ურთიერთობის პროგრამის თანახელმძღვანელი;

როგორც სკოლაში გვიამბობენ, პროექტში ჩართვას ხელმძღვანელობდა ბოდბისხევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების  მასწავლებელი, ნათია პავლიაშვილი, ხოლო თავად სკოლას წარმოადგენდნენ IX კლასის მოსწავლეები ნატო ტუხაშვილი და მარიამ კუსრაშვილი, ასევე X კლასის მოსწავლე ანანო გუდავაძე.

აქტივობაში მონაწილეობა საინტერესო აღმოჩნდა, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გამოევლინათ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და ლიდერობის უნარები.

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს როლურ თამაშში მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. 

„მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის“ - ასე გამოეხმაურა ბოდბისხევის საჯარო სკოლა პროექტის ავტორებსა და თითოეულ მონაწილეს.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება