მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის პედაგოგი ელგა კურასპეტიანი საკუთარ საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით უდგება.
აღნიშნავს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ურთერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ნდობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა, შესაბამისად სწორედ ასეთ გარემოს უზრუნველყოფს საკლასო ოთახში. საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ღირსეულად ემსახურება განათლებული და ერუდირებული თაობის აღზრდას.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებელი ელგა კურასპეტიანი პასუხობს.
- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...
- მოსწავლისა და მასწავლებლის უფლება-მოვალეობების დაცვას.
- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- ნდობა, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.
- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ...
- რადგან ისინი არიან გულწრფელები, ტოლერანტები და შრომისმოყვარეები.
- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...
- მაღალ პროფესიონალიზმს.
- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...
- საყვარელი საქმისა და სიკეთის კეთება.
- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ...
- „თევზი ხეზე“, „დათა თუთაშხია“.
- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...
- სასკოლო ექსკურსიები, როლური თამაშები და ღონისძიებები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ