მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია, დედის დღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი, რომელიც ქართული ლიტერატურისა და მათემატიკის საოცარ სინთეზს წარმოადგენდა და ნამდვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მე-3გ კლასელთათვის.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატარა გულებმა, სიყვარულით სავსე თვალებით, დედებს მიუძღვნეს განსაკუთრებული საჩუქარი - ემოციური მოგზაურობა ლაბირინთში.
გაკვეთილი დაიწყო იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „დაკარგული ბავშვი“ კითხვით.
ლაბირინთი კი არა მარტოო მათემატიკურ ამოცანებს, არამედ დედის დაკარგვის ტკივილს და სიყვარულის ძალას აერთიანებდა.
ლაბირინთის ბოლოს, თითოეულმა ბავშვმა თავისი დედა იპოვა. ეს იყო ემოციური მომენტი, რომელიც ადასტურებდა დედისა და შვილის უპირობო სიყვარულს.
„ამ გაკვეთილმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დედის სიყვარული და მხარდაჭერა ჩვენს ცხოვრებაში“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ