მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში იმართება არაერთი, როგორც საგანმანათლებლო ისე საზეიმო ღონისძიება, რაც მოსწავლეთა მრავალმხივ განვითარებასა და მათი ნიჭისა და უნარების წამოჩენა-წახალისებას ემსაუხრება. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
მათ შორის, სკოლაში ჩატარდა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საღამო.
ღონისძიება სითბოთი, სიყვარულითა და განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე.
მოსწავლეები მშობლებისა და პედაგოგების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ. თითოეულ ნომერში იგრძნობოდა სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება.
ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, დედებსა და მასწავლებლებს კი გულისამაჩუყებელი სიტყვებით მიმართეს და მათ დაუვიწყარი წუთები აჩუქეს.
მოსწავლეებმა კომპოზიციებში გამოხატეს დედის ფასდაუდებელი როლი, მათი თავდაუზოგავი შრომა, ასევე – მასწავლებლის ღვაწლი.
ღონისძიებამ სასურველი მიზანი წარმატებით შეასრულა – სკოლაში სიყვარულით, პატივისცემითა და დადებითი ემოციებით სავსე გარემო შეიქმნა.
მათი ნიჭიერებით აღფრთოვანებულმა და სიამაყით აღვსილმა დამსწრე საზოგადოებამ კი მოსწავლეები მხურვალე ეპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ