მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ანდეზიტის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სწორედ აქედან გამომდინარე, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ტარდება მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებშიც ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან.
ახლახან, ანდეზიტის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება და დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საყვარელ ადამიანებს - დედებს მიულოცეს ეს განსაკუთრებული დღე - მიუძღვნეს ლექსები, სიმღერები, ცეკვები... კიდევ ერთხელ უთხრეს, რომ ისინი ძალიან უყვართ და აღნიშნეს - „დედაჩემი დედოფალია“!
ანდეზიტის საჯარო სკოლაში ჩატარებულ ღონისძიებას ემოციების გარეშე არ ჩაუვლია და ეს დღე ლამაზი ასოებით ჩაიწერა სკოლის ისტორიაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ