TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ყაურმის საჯარო სკოლის მესამეკლასელები, საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს, „ზღაპრული“ აქტივობებით შეუერთდნენ
02-04-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ყაურმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით პროექტებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყაურმის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით მასწავლებლები აქტიურად მუშაობენ.

სწორედ მათი დამსახურებით, ყაურმის საჯარო სკოლის მოსწავლეები ზუსტად აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის სრულფასოვნად ცოდნა სამომავლო განვითარებისთვის და ამიტომ, გასაკვირი არცაა, სკოლის ბიბლიოთეკის ხშირი სტუმრები რომ არიან.

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს, ყაურმის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები „ზღაპრული“  აქტივობებით შეუერთდნენ - ბავშვებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ასტრიდ ლინდგრენის, მარკ ტვენის, ასევე ქართველი მწერლების ზღაპრები და პატარა მოთხრობები, ხოლო შემდეგ პრეზენტაცია წარმოადგინეს.

როგორც სკოლაში გვიამბობენ, მოსწავლეებს ძალიან უყვართ ზღაპრების კითხვა. ყაურმის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა აღჭურვილია თანამედროვე ლიტერატურით და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ომეგობრონ წიგნებთან.

ინფორმაციისთვის: 1967 წლიდან მოყოლებული 2 აპრილს საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ემთხვევა დანიელი პოეტისა და მეზღაპრის, ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება