მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა აქტიური ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო და ასევე გარემოსდაცვით პროექტებში.
ახლახან, ქუთაისის N9 საჯარო სკოლაში მშობლიური ენის და ბუნების ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა მე-2 კლასში.
მეორეკლასელებმა, კლასის დამრიგებელთან - მაია კერესელიძესთან ერთად, საპატიო „დედამიწელს“, სალომე ასათიანს უმასპინძლეს;
პატარა „დედამიწელებთან“ ჩატარებული გაკვეთილის თემა გახლდათ - „როგორ მოვუაროთ ბუნებას?“
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური ნამუშევრები. საშუალება მიეცათ, მიეღოთ საინტერესო ინფორმაციები და თავადაც ესაუბრათ ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ