მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის 3 აპრილამდე ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისათვის“.
27 აპრილიდან - 3 მაისის ჩათვლით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უმასპინძლებს ინკლუზიური განათლების 30 სპეციალურ მასწავლებელს რეგიონებიდან, რომლებიც განაწილდებიან თბილისის 10 სკოლაში, ეყოლებათ სუპერვიზორი/ხელმძღვანელი. თითოეული ხელმძღვანელი იმუშავებს რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე 3 სპეციალურ მასწავლებელთან.
სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/GNxUd14uWuSUAAAK9
აუცილებელი პირობაა - გქონდეთ მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.
გაითვალისწინეთ, რომ არასრულად შევსებული განაცხადები არ განიხილება
უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელიც წარმოადგენს მაღალმთიან რეგიონს, ან იმ რაიონსა და სკოლას, სადაც ნაკლებ ხელმისაწვდომია სასწავლო მედია (ინოვაციური სასწავლო სტრატეგიები, რესურსები, პროფესიული განვითარების ტრენინგები, კურსები; დარგის ექსპერტების კონსულტაცია და ა.შ.).
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მონაწილეების სასტუმროში განთავსებას, სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას სასტუმროდან სკოლებში და პირიქით.
ცენტრი არ უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას მათი საცხოვრებელი ადგილიდან თბილისში და უკან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე