მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ვანზომლეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეები სრულფასოვნად ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში.
ახლახან სკოლის ყველაზე უმცროსმა წარმომადგენლებმა, განსაკუთრებული მხიარულებით გააცილეს ანბანი.
როგორც ვანზომლეთის საჯარო სკოლაში გვიამბობენ, გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა სახის აქტივობებით, მოსწავლეებმა ანბანის თითოეულ ასო-ბგერას ანდაზები და გამოცანები დაუკავშირეს, ასევე ითამაშეს რითმობანა, მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს ბავშვების ლოგიკური აზროვნების განვითარებას.
აქტივობამ წარუშლელი შთაბეჭშდილება მოახდინა თითოეულ მოსწავლეზე და დღეს, პირველკლასელებმა ზუსტად იციან, რომ ქართული ანბანის დასწავლა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას ჰგავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ