TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

თბილისის N200 სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
03-04-2025
-
+


თბილისის N200 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ დღის მიზანია ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობის ხაზგასმა, სწორედ ამას ემსახურებოდა სკოლა-პანსიონში გამართული აქტივობებიც.  

სკოლა-პანსიონში ამ დღეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა, რომელთა მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აუტისტური სპექტრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. აქტივობებს სკოლა-პანსიონის სპეციალური მასწავლებელი თამთა საფარაშვილი ხელმძღვანელობდა. 

დამზადდა კედლის პოსტერები. მოსწავლე-მასწავლებლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: არსებული გამოწვევები და აუტისტური სპექტრის შესახებ არსებული მითები და რეალობა, მხარდამჭერი სისტემების მნიშვნელობა, ნეირომრავალფეროვანი გარემო და სასკოლო გარემოს როლი.

სკოლაში აგრეთვე მოეწყო ანიმაციური ფილმის ჩვენება აუტიზმის შესახებ, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

ფილმის ჩვენება ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ფილმმა მარტივი და თვალსაჩინო ფორმით აუხსნა ბავშვებს, თუ რას ნიშნავს აუტიზმი და როგორია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ყოველდღიურობა.

ფილმის ნახვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა თავიანთი აზრები და შთაბეჭდილებები გამოხატეს. 

აქტივობებმა გააღრმავა მოსწავლეთა ცოდნა აუტისტური სპექტრის შესახებ.

სკოლა-პანსიონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ განსხვავებულობა ძალაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ამრავალფეროვნებს და ამდიდრებს.

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე მსოფლიოში 2 აპრილს აღინიშნება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება