სიახლეები
სკოლები

„ერთად შევქმნათ ტოლერანტული მომავალი“ - თბილისის N132 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა
03-04-2025
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა და საგანმანათლებლო აქტივობებით ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას გაესვა ხაზი. 

აქტივობების მიზანი იყო სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლეს აუტისტური სპექტრისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

III კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ცისანა ლილუაშვილის ხელმძღვანელობითა და სპეციალური მასწავლებლის ნატო ვარამაშვილის მხარდაჭერით, შეუერთდნენ ამ დღის აღნიშვნას. 

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ცოდნის გაღრმავება უფრო გახსნილი და თბილი გარემოს შექმნის მთავარი წინაპირობაა. ისეთი გარემოსი, სადაც საზოგადოების მხრიდან იქნება უფრო მეტი სიყვარული, სითბო, მხარდაჭერა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - აუტიზმის მქონე ადამიანების უკეთ გაგების ინტერესი და სურვილი.

ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით დაამზადებს ფაზლებიანი სანიშნეები, (აუტიზმის სიმბოლოდ მიჩნეულია ფაზლების ნაწილები), რომლებსაც ბავშვები საგაკვეთილო პროცესში ყოველდღიურად გამოიყენებენ.

მსოფლიო ღონისძიებას, პედაგოგ სალომე ნებიერიძის მხარდაჭერით, აქტიურად  შეუერთდნენ მე-4 კლასის მოსწავლეებიც. პედაგოგმა მათ საინტერესო აქტივობა შესთავაზა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ რომ განსხვავებულობა ძალაა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ამრავალფეროვნებს და ამდიდრებს.

პედაგოგი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელ მაიკო მეხრიშვილს ხელშეწყობისა და დახმარებისთვის.

„დიდი მადლობა ჩემს მოსწავლეებს და მათ მშობლებს, ერთად შევქმნათ ტოლერანტული მომავალი“,- დასძენს პედაგოგი. 

აღსანიშნავია, რომ  2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება