მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას.
სკოლაში, სპეციალურმა მასწავლებელმა - ნანა ბაჯელიძემ უფროსკლასელებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართა საინფორმაციო შეხვედრა და მოსწავლეებთან ერთად აუტიზმის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვია და მითები რეალობისგან გამიჯნა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაში. მნიშვნელოვანია, დავაფასოთ მრავალფეროვნება და შექმნათ მეტად ინკლუზიური გარემო.
პრეზენტაცია მოსწავლეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა, გაიმართა დისკუსიას, მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი აზრი და შეხედულება ისაუბრეს ფილმებზე - „კლასის წინ“ და „ადამი“.
აღსანიშნავია, რომ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ