მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის სპეციალურმა მასწავლებლებმა აუტისტური სპექტრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით, განახორციელეს მცირე პროექტი-პრეზენტაცია, სადაც ხაზი გაესვა ინკლუზიური გარემოს მნიშვნელობას.
პედაგოგებმა ისაუბრეს აუტისტური სპექტრის რაობაზე, სტერეოტიპები დაამსხვიეს და მითები რეალობისგან გამიჯნეს. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დავაფასოთ მრავალფეროვნება და შექმნათ მეტად ინკლუზიური გარემო.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაში. მნიშვნელოვანია, დავაფასოთ მრავალფეროვნება და შექმნათ მეტად ინკლუზიური გარემო.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის დასასრულს წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ფუნქციური, აკადემიური თუ შემეცნებით უნარების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ