მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური ღონისძიება — „გეოგრაფიული ვიქტორინა“, რომელშიც VII და VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინა გუნდურ ფორმატში წარიმართა და მიზნად ისახავდა გეოგრაფიისადმი ინტერესის გაღვივებას, მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის შემოწმებასა და უნარების განვითარებას.
ორივე გუნდი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა შეჯიბრს და შესანიშნავი ცოდნა გამოავლინა.
ვიქტორინა მოიცავდა თემატურად მრავალფეროვან კითხვებს — კონტინენტების, ქვეყნების, კლიმატური სარტყლების, ბუნებრივი რესურსებისა და მსოფლიო საოცრებების შესახებ.
მოსწავლეებმა არა მხოლოდ ცოდნა, არამედ გუნდური მუშაობისა და ლოგიკური აზროვნების უნარები გამოავლინეს.
ვიქტორინა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარიმართა. საბოლოოდ, გამარჯვება VII კლასის გუნდს ხვდა წილად, რომელმაც მოიპოვა გარდამავალი თასი.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდმა თავი გამოიჩინა მაღალი მოსწრებითა და აქტიურობით.
ვიქტორინაში მონაწილე ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, როგორც მათი ჩართულობისა და შრომის აღიარება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე