მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მათემატიკის ხარისხიან სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მათემატიკის სიყვარულს შთააგონებენ და საგნისადმი ინტერესის გასაზრდელად მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ აქტივობებს მიმართავენ.
სწორედ მოსწავლეთა მოტივაციას და მათემატიკური ცოდნის გაღრმავებას ისახავდა მიზნად ვაქირის საჯარო სკოლაში გამართული მათემატიკის კვირეული, რომელიც მეტად საინტერესოდ წარიმართა.
კვირეული V-XII კლასებში ჩატარდა და გამოირჩეოდა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს შორის გაიმართა მათემატური სააზროვნო თამაშები, ტესტური წერები და ვიქტორინა, ასევე ჩატარდა ღია გაკვეთილები.
მათემატიკის კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათემატიკის პედაგოგები - ნანული ჭუჭულაშვილი, მარინე ჭუჭულაშვილი და ნინო ვარდიაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ