მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის, კვათანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და იმავდროულად, უსაფრთხო, ინკლუზიური, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა სასკოლო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ამის დასტურია კვათანის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც აუტიზმის ცნობადობის ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ემსახურებოდა.
აღსანიშნავია, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდა კვათანის საჯარო სკოლის პედაგოგი - ნინო ნარიმანიძე.
მოსწავლეებთან ჩატარებული ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა, სასკოლო საზოგადოების ინფორმირებას, ემპათიის უნარის გამომუშავებას, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრას, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებას ისახავდა მიზნად; ბავშვებმა საჯაროდ, გამოხატეს მხარდაჭერა აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების მიმართ და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
ინფორმაციისთვის: აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე 2 აპრილს, 2007 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ინიციატივით აღინიშნება.
მისი მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ