მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ტამბოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და აქედან გამომდინარე, მასწავლებელთა ჩართულობით, ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ბავშვები წარმატებით მონაწილეობენ შემეცნებით, საგანმანათლებლო აქტივობებში.
პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მოსწავლეები მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი; ტამბოვკის საჯარო სკოლაში „სწავლა კეთებით“ - წარმატებით დანერგილი მიდგომა გახლავთ.
ახლახან, ტამბოვკის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში საინტერესო პროექტი წარმოადგინეს, რომლის ფარგლებშიც შექმნეს პრეზენტაცია თემაზე - „გასართობი ცენტრები თბილისში“.
ბავშვებმა საკუთრი ხელით დაანზადეს საპრეზენტაციო მასალები და დეტალურად განმარტეს, თუ რატომ აირჩიეს კონკრეტული ცენტრი. ასევე წარმოადგინეს დეტალური ხარჯთაღრიცვხა და მეტად განივითარეს მათემატიკური უნარები.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, პროექტის მიზანი გახლდათ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება, აქტივობას კი პედაგოგი - ვიკტორია ლევანიანი ხელმძღვანელობდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ