მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს აბიტურიენტებისთვის რეგისტრაციისათვის გადახდილი თანხების დაბრუნების თაობაზე. 2025 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის დროს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 14 მაისის 18:00 საათამდე.
ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის საფასური სრულად ბრუნდება განცხადების საფუძველზე, თუ:
პირი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ვადის განმავლობაში არ დარეგისტრირდა;
აბიტურიენტმა შესაბამისი წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე წერილობით განაცხადა უარი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობაზე;
აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი;
თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური გადახდილია მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს (ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში) ან შესაბამის აბიტურიენტს, მოთხოვნის შემთხვევაში, უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
აპლიკანტებს განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ სპეციალური პროგრამის გამოყენებით შემდეგ ბმულზე.
აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპის დასრულებიდან ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში უფლება აქვს შეავსოს თანხის დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმა. გადახდილი თანხა ბრუნდება შესაბამისი განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთ თვის ვადაში. განაცხადის ფორმა და დაწვრილებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge. თანხის დაბრუნების თაობაზე დაგვიანებით შემოტანილი განცხადება არ განიხილება და თანხა უკან აღარ დაბრუნდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი