მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა თუ ღონისძიება იმართება.
ამის ნათელი მაგალითია, გარემოსდაცვითი პროექტი, რომელიც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდას მიეძღვნა.
პროექტის ფარგლებში. სკოლის მე-3 კლასელებმა და მათმა მშობლებმა ნარჩენებისგან შექმნეს შეუდარებელი დეკორატიული ნივთები.
პროექტის ორგანიზატორია ინგლისური ენის მასწავლებელი ეკა ტაბატაძე.
პროექტს კონკურსის სახე აქვს. სასკოლო საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს ფავორიტ ნამუშევარს სოციალური ქსელის დახმარებით დაუჭიროს მხარი.
ხმის მიცემა მხოლოდ პროექტის Facebook გვერდზეა შესაძლებელი! მოიწონეთ თქვენი საყვარელი ნამუშევარი და დაეხმარეთ მას გამარჯვებაში! გამარჯვებულები გამოვლინდებიან 30 აპრილს, მოწონებების რაოდენობის მიხედვით.
დიდი მადლობა დამრიგებლებს - ელზა ბასილიძეს და მანანა ხულუზაურს, პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის!
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პროექტის დახურვის დღეს, მაისში, სპეციალურ ცერემონიაზე!
პრიზები გადაეცემა პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილების მფლობელებს სკოლის პარტნიორებისგან - „ფარმადეპოსგან“, „ბიბლუსისა“ და „სულაკაურის გამომცემლობისგან“,-აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლებს ვადა დღეს 18:00 საათამდე აქვთ - ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
არის თუ არა დასვენების დღე დიდი ხუთშაბათი და რამდენ ხანს გაგრძელედება სააღდგომო უქმეები სკოლებსა და ბაღებში
„სწავლა სინათლეა“ – სულორის საჯარო სკოლის პედაგოგის,ლიზა ჟღერიას ხედვა განათლებასა და მომავლის სკოლაზე
„9 აპრილი საქართველოსთვის გლოვის დღეა, თუმცა იმავდროულად ეროვნული თვითგამორკვევისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოც…“
მოსწავლეებმა შექმნეს 9 აპრილისადმი მიძღვნილი პოსტერები